ჩქმერული – Georgian Gastro Guide



ქათამი – 1200 გრ.
ნიორი – 50 გრ.
ნაღები – 250 გრ.
მარილი გემოვნებით
წითელი წიწაკა – 5 გრ.
მზესუმზირის ზეთი – 50 გრ.
დავჭრათ ქათამი ულუფებად, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, მოვასხათ მზესუმზირის ზეთი და შევდგათ ღუმელში 20 წუთით 200 გრადუს ტემპერატურაზე. ნაღები ჩავასხათ ცალკე ჭურჭელში, შევურიოთ რძე, წინასწარ წვრილად დაკეპილი ნიორი, მარილი, მწიკვი წიწაკა და კარგად ამოვურიოთ. სუფრასთან ჩქმერული მიაქვთ კეცით, რადგან დიდხანს ინარჩუნებს სითბოს. ამიტომ, წინასწარ გავაცხელოთ კეცი, ღუმელიდან გადმოვიღოთ შემწვარი ქათმის ნაჭრები და დავალაგოთ კეცზე. თავზე გადავასხათ რძიანი-ნივრიანი ნაზავი, დავუმატოთ ცოტა კარაქი და ისევ შევდგათ ღუმელში. 5 წუთის შემდეგ გამოვიღოთ და მივიტანოთ სუფრასთან.

source